Via Dolorosa

15 ივლ

ჯონ მაკნაუტონის (John McNaughton) ამ ნახატს ლათინურად ,,Via Dolorosa”  ეწოდება, რაც „ მწუხარების გზას“ ნიშნავს. ეს  ის გზაა, რომლითაც  გოლგოთაზე ავიდა ქრისტე. სურათზე 100-ზე მეტი პერსონაჟია, რომელთა შორისაა მოციქულები, მმართველები (ჰიტლერი, ნაპოლეონი, ჰენრიხ მეშვიდე, სტალინი, ლენინი, ნერონი…), მეცნიერები (დარვინი, ნიუტონი…), მწერლები (ლევ ტოლსტოი, მარკ ტვენი, ლუისი…). ეს ის ხალხია, რომლებმაც გავლენა იქონიეს ქრისტიანობაზე (მნიშვნელობა არ აქვს კარგი, თუ ცუდი).

ადამიანი კოსტიუმში-თანამედროვე ქრისტიანია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, დაიცავს თუ არა ის თავის რწმენას. მის ირგვლივ მყოფი ხალხი უყვირის, რა უნდა გააკეთოს. ის ხელს მაღლა წევს, რომ წარმოთქვას: „ გაჩუმდით, ვინაიდან მე ვიცი, რომ იესო – ღმერთის შვილია“.

სურათის აზრია: ადამიანს არ უნდა ეშინოდეს სიმართლის თქმის, თუნდაც ეს ნიშნავდეს იმას, რომ ის მარტოობაში დარჩება.

გაადიდეთ სურათი სრულ ზომაზე, რომ ადვილად შეძლოთ სახეების გარჩევა და ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების გარდა, კიდევ ბევრის ამოცნობას შეძლებთ…

Advertisements

ეტორე ტიტო

16 იან

ეტორე ტიტო

ეტორე ტიტო (Ettore Tito – 1859-1941) იყო ცნობილი იტალიელი მხატვარი, რომელმაც სახელი გაითქვა მისი ეპოქის თანამედროვე ცხოვრების აღწერითა და ვენეციის ლანდშაფტის ნახატებით.

ეტორე ტიტო დაიბადა 1859 წლის 17 დეკემბერს, ნაპოლისთან ახლოს სოფელ კასტელამარიში. მისი დედა ლუიჯია ნოველო ტიტო ვენეციელი იყო და როცა ეტორე ჯერ კიდევ პატარა ბავშვი იყო, ოჯახი საცხოვრებლად ვენეციაში გადავიდა. ეტორემ ხატვისადმი ინტერესი ადრეულ ასაკში გამოიჩინა, თავიდან მას ჰოლანდიელი მხატვარი სესილ ვან ჰანენი ავარჯიშებდა, მოგვიანებით კი 12 წლის ასაკში ის ვენეციის ,,Belle Arti-ს სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა, სადაც პომპეო მარინო მოლმენტი წრთვნიდა და 17 წლის ასაკში კურსდამთავრებულის დიპლომიც აიღო. პირველ წარმატებას 1887 წელს მიაღწია, როცა ვენეციის ,,ნაციონალურ სამხატვრო ექსპოზიუმზე“ მისმა ნახატმა ,, Pescheria vecchia a Venezia გაიმარჯვა, რომელიც ამჟამად რომის ნაციონალური ხელოვნების მუზეუმის საკუთრებაა (თუმცა, სამწუხაროდ, ნახატზე ხელი არ მიგვიწვდება).

1894-დან 1927 წლამდე იყო ,,Belle Arti”-ს სამხატვრო აკადემიის პროფესორი . 1915 წელს სან-ფრანცისკოში გამართულ ,,პანამა-წყნაროკეანურ საერთაშორისო გამოფენაზე“  დაჯილდოვდა მთავარი პრიზით. 1926 წელს კი იტალიის სამეფო აკადემიის წევრი გახდა.

ეტორე ტიტო 81 წლის ასაკში, 1941 წლის 26 იანვარს ვენეციაში გარდაიცვალა, ქალაქში სადაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა.

ვენერას დაბადება

Continue reading

ედვარდ იაკობ ვონ შტეინლი

15 ოქტ

ედვარდ იაკობ ვონ შტეინლი (Eduard Jakob Von Steinle – 1810-1886) 1810 წლის 2 ივლისს დაიბადა ვენაში, ის იყო ,,წმინდა ლუკას კავშირის” წევრი, ისტორიული ჟანრის მხატვარი.

სწავლობდა რომში, ნაზარეველთა სასწავლებელში და დიდი დრო გაატარა იტალიის დედაქალაქში, მაგრამ სამუშაოდ წასვლა გერმანიაში არჩია. ფრანკფურტში მოხატა რამდენიმე ციხე-სიმაგრის კედლები და დახატა ალბერტ I-სა და ფერდინანდ III-ის პორტრეტები… 1850 წლიდან იყო ფრანკფურტში, შტადელის ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორი, სადაც ასწავლიდა ისტორიული ჟანრის მხატვრობას. ის აგრეთვე იყო რომანტიკოსთა სკოლის წარმომადგენელი, დახატული აქვს 100-ზე მეტი რელიგიური შინაარსის ნახატი და ცნობილი იყო როგორც მონუმენტალური ფრესკების მხატვარი.

ედვარდ ვონ შტეინლი 1886 წლის 19 სექტემბერს ფრანკფურტში გარდაიცვალა.

 

ოთხი ცხენოსანი

 

 

ადამი და ევა გაძევების შემდეგ

 

Continue reading

დევიდ ტენირს უმცროსი

6 ოქტ

დევიდ ტენირს უმცროსი ( David Teniers The Younger – 1610-1690) 1610 წლის 15 დეკემბერს ანტვერპენში დაიბადა. ის იყო ფლამანდრიული სკოლის ერთერთი ყველაზე ნაყოფიერი წარმომადგენელი, პოპულარობით არ ჩამოუვარდებოდა თანამემამულეებს რუბენსსა და ვან დეიკს. ის დახელოვნებული იყო გლეხური ცხოვრების ამსახველი ეპიზოდებისა და ერცჰერცოგ ლეოპოლდის სურათების გალერეის ხატვაში, სადაც დირექტორის თანამდებობა ეკავა.

ხანგრძლივი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე, იმ დროისთვის გავრცელებულ, თითქმის, ყველა ჟანრში მოსინჯა საკუთარი ძალები, მაგრამ სახელი და დიდება გლეხური ცხოვრების ასახვამ მოუტანა… 1651 წელს დათანხმდა შემოთავაზებას და გახდა ბრიუსელის სამეფო კარის მხატვარი… 1690 წლის 25 აპრილს კი ბრიუსელშივე გარდაიცვალა…

მაიმუნების ფესტივალი

სამზარეულოს სცენა

Continue reading

კონსტანტ ტრაიონი

29 სექ

კონსტანტ ტრაიონი (Constant Trayon 1810-1865) ფრანგი მხატვარი, დაიბადა პარიზთან ახლოს სევრში. იყო პეიზაჟისტი და ანიმალისტი, ბარბიზონული სკოლის წარმომადგენელი.

კონსტანტი 21 წლის ასაკში იწყებს პეიზაჟების ხატვას. მისი მასწავლებელი იყო კამილ ჟოზეფ როკპლანი, რომელთანაც გაიცნო ბარბიზნული სკოლის წარმომადგენლები. 1846 წელს ჰააგაში ჩასულმა ტრაიონმა ნახა პაულიუს პოტერის ტილო – ,,ახალგაზრდა ხარი”, რამაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა… ჰოლანდიაში შეისწავლიდა რემბრანდტის შემოქმედბას და დაიწყო ახალ სტილში ხატვა, ანუ – ცხოველების გამოსახულებების, რითიც მსოფლიომ გაიცნო.

საუკეთესო ნამუშევრები შექმნა 1850-1864 წლებში. 1865 წელს, 55 წლის ასაკში სულიერი აშლილობისგან გარდაიცვალა. არ ჰყოლია საკუთარი ოჯახი, შესაბამისად არ დარჩა მემკვიდრეც… კონსტანტის გარდაცვალების შემდეგ, დედამისმა დააწესა ტრაიონის პრემია, რომელსაც პარიზის სამხატვრო სკოლაში, საუკეთესო ანიმალისტური ნაშრომისთვის ანიჭებენ დამწყებ მხატვრებს… ტრაიანი დაკრძალულია პარიზში, მონტმარტრის კუთხეში.

ტროვილის სანაპირო

La Vallee

Continue reading